123
მთავარი გვერდი » სტატიები 05.02.2018
1 2 3 4 5


მათემატიკის წრე: ,,ევრიკა“

მათემატიკის წრე:  ,,ევრიკა“


       2018 წლის თებერვლის თვიდან ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო  სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკის წრე ,,ევრიკა“.

      წრის მიზანია: მათემატიკის საგნით დაინტერესების გაზრდა და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის  ხელშეწყობა.

       წრის მოკლე დახასითება:  წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეეძლებათ VII კლასის მოსწავლეებს. წრის მუშაობა წარიმართება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ის დატვირთული იქნება სხვადასხვა სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს, კურიოზებს; განიხილავენ სხვადასხვა სახის სახალისო მათემატიკურ ამოცანებს, დაამზადებენ სივრცულ ფიგურებს და მოაწყობენ მათემატიკურ  ვიქტორინას.

      წრე აქტუალურია, რადგანის ის ხელს შეუწყობს   ლოგიკური აზროვნებისა და  იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელსაც მათემატიკის სწავლების პროცესში იძენენ მოსწავლეები, ასევე საგანმანათლებლო რესურსის ეფექტურ და მიზანობრივ გამოყენებას და მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტით პრაქტიკაში ტრანსფერს. წრეში მოსწავლეთა რაოდენობაა: 10 -15 მოსწავლე. სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 9 სამუშაო შეხვედრა.
       წრის  ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი  მანანა წულაია.

საწრეო მუშაობის პროგრამა იხილეთ (სრულად წაკითხვა)


  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px