123
მთავარი გვერდი » სტატიები იანვარი 2018 წელი
1 2 3 4 5


რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

30.01.2018 ქალაქ წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა
მასწავლებელი :ქ.ჯიქია
განსახილველი საკითხი: წრის გეგმა
საწრეო მუშაობის პროგრამის გაცნობა და მოკლე მიმოხილვა




ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე

ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე

ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ერთობა''

მორიგი შეხვედრა გაიმართა 27 იანვარს. შეხვედრა მიეძღვნა ჰოლოკოსტის

მსხვერპლთა გახსენებას.ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი - "ერთობა"-ს ფოტო.



პროექტი: ,,Масленица''

პროექტი: ,,Масленица''

 

პროექტში გამოყენებულია მასალა   ტრენინგიდან  “პროექტული სწავლება“.  ტრენინგი   ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის   მიერ,    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ფინანსური  მხარდაჭერით,  საგრანტო კონკურსის  „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით    სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა“  ფარგლებში .  

 

სასწავლო პროექტის გეგმა  - იხილეთ (სრულად წაკითხვა)

 





რუსული ენის წრე «Русское слово»

რუსული ენის წრე  «Русское  слово»

    საწრეო მუშაობის მიზანი: ხელი შეუწყოს  მოსწავლეებში  წერის, კითხვის, მოსმენისა და  ლაპარაკის უნარების განვითარება-განმტკიცებას, მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, აუდიტორიის წინაშეგამოსვლისა   და   თანამშრომლობის  უნარების  დახვეწა.

   აქტუალობა: როგორც ცნობილია რუსული ენა მიიჩნევა, როგორც მეორე უცხო ენა. შესაბამისად ამ ენის შესწავლა იწყება მეხუთე კლასში და საათობრივი დატვირთვა შემოიფარგლება კვირაში 2 საათით. ეს გარემოება ხელს უშლის მოსწავლეებში ენის სრულფასოვნად ათვისებას. არადა ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება დამატებით უზრუნველყოს შვილის განათლება ენების შესწავლის კუთხით. განსაკუთრებით უძნელდებათ მოსწავლეებს  რუსული  ენის გრამატიკული  საკითხების შესწავლა,სიტყვების სწორი  ინტონაციით  წარმოთქმა. ამ ხარვეზებს ნაწილობრივ გამოასწორებს მასწავლებლის ისეთი დამატებითი აქტივობები, როგორიცაა საზაფხულო ბანაკი, საწრეო მუშაობა.

    საწრეო  მუშაობა ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში მოტივაციის  ამაღლებას, სხვადასხვა  სახალისო სასწავლო  აქტივობების და  დამხმარე  მასალების გამოყენება განაპირობებს  საწრეო მუშაობაში მოსწავლეების აქტიურ  ჩართვას, აუმაღლებს მათ რუსულის სწავლებისადმი  ინტერესს, გაუადვილებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოსწავლეები  შეძლებენ  სიძნელეებისადმი  შიშის  დაძლევას და ნაყოფიერი  მუშაობა  მათი  წარმატების  საწინდარი გახდება. 

    რუსული ენის პედაგოგი:  ქეთევან  ჯიქია 

 

საწრეო  მუშაობის პროგრამა  რუსულ ენაში ,,Русское  слово’’  იხილეთ (სრულად წაკითხვა)



  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px