123
მთავარი გვერდი » მთავარი » ზამთრის ბანაკი
1 2 3 4 5

ზამთრის ბანაკი

ზამთრის ბანაკი

      11 იანვარს სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, რომელშიც წყალტუბოს მასშტაბით ყველა სკოლაში არსებული ტურისტული კლუბი იღებს მონაწილეობას. სკოლის დირექტორის ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით 4 დღის განმავლობაში ინგლისურის ადგილობრივი და უცხოელი პედაგოგები ბავშვებთან ერთად იმუშავებენ ტურიზმის მიმართულებით ინგლისურ ენაში ცოდნის განმტკიცებასა და ლექსიკის გამდიდრებაში, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ წყალტუბოში ჩამოსულ უცხოელებთან კონტაქტის დამყარება და მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

  

     ბანაკი სკოლის ინიციატივით და ა(ა)იპ "წყალტუბოს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" მხარდაჭერით გაიხსნა.მის თითოეულ წევრს დაურიგეს ამავე ცენტრის მიერ გამოცემული ინგლისურ-ქართული სასაუბრო, რომელიც უცხოელებისათვის გამოიცა. მოსწავლეები ამ ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობით იქნებიან დაკავებულები. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის მმართველის მოადგილე ზურაბ ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ ქალაქში ტურისტების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის შემთხვევაში ამ ბავშვების რესურსი გამოყენებულ იქნება უცხოელებთან სამუშაოდ.

 



შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 1078 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px