
{include file=\"slidebox.tpl\"}
სასტიპენდიო მარათონი
სასტიპენდიო მარათონი მიმდინარე წლის 7 თებერვალს სსიპ – ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრადიციად ქცეული წარჩინებულ მოსწავლეთა სასტიპენდიო მარათონი. მასში მონაწილეობა მიიღო სკოლის სამივე საფეხურის V კლასიდან XII კლასის ჩათვლით 43-მა მოსწავლემ. ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ ფულადი პრემია 50 ლარის ოდენობით. ესენია: I საფეხურიდან – V-ა კლასის მოსწავლე შალვა ბენდელიანი, კლასის ხელმძღვანელი ფიქრია გიორხელიძე; II საფეხურიდან – VIII-ა კლასის მოსწავლე ზურაბ თევდორაძე, კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძე; III საფეხურიდან – XII-ა კლასის მოსწავლე ანი ლეთოდიანი, კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჭოლოკავა.
შეფასება
ნახვები: 2073 |
|