123
1 2 3 4 5

ეტალონი

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში  მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებები განხორციელდა

 

ერთი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი ღონისძიებები ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში.

მოსწავლეებში ეკოლოგიური კომპეტენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი  ინტეგრირებული გაკვეთილები ჩატარდა, იმერეთის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ ორგანიზებით სკოლაში განხორციელდა „რისაიკლინგის“ (გადამუშავების) საათი, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან სასარგებლო რესურსები შექმნეს.

დირექციის ინიციატივითა და ეკო-კლუბის ორგანიზებით ჩატარდა სლოგანების და ნახატების კონკურსი, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და აქცია სახელწოდებით „გარემოს დაცვა ჩვენი ვალია“, რომელშიც აქტიურად ჩაება სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

სკოლის წარმომომადგენლის ცნობით, ამდაგვარი ხასიათის აქტივობები მოზარდებში ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებისათვის უპირობოდ ხელშემწყობია თუ ისინი ფართო მასშტაბით და ხშირად განხორცილდება, „მწვანე ქალაქს“ მეტი ხიბლი და პეწი შეემატება.

 

ეკოკლუბი ეკოკლუბი ეკოკლუბი ეკოკლუბი 


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 146 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px