
{include file=\"slidebox.tpl\"}
ოჰ, ეს ვირუსები..
ოჰ, ეს ვირუსები..
07.02.2019 შედგა ეკო-კლუბის რიგგარეშე, საგანგებო შეხვედრა საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან, დღეისათვის მეტად აქტუალურ საკითხებზე. კლუბის კურატორმა რუსუდან ჯიშკარიანმა აუდიტორიას წარუდგინა შეხვედრის თემატიკა, რომელიც შეეხებოდა ვირუსებს, ვირუსების მიერ გამოწვეულ დაავადებებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, საინფორმაციო გაზეთი შემდეგ საკითხებზე:„ვირუსები და გაციება!“, „ღორის გრიპი-H1N1“, „წითელა“, „წითურა“, „ჩუტყვავილა“, რომელიც მოამზადა ეკოკლუბის წევრებმა: ლიზი ბენიძემ(კლუბის ლიდერი), ესმერალდა ბენდელიანმა, ალიკო ჩიხრაძემ, ნიკა კინწურაშვილმა, გოჩა ჩიხლაჩემ, ანი ტყაბლაძემ. კლუბის შეხვედრა დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქ-ნ ფაქიზო ფანჩულიძემ.
შეფასება
ნახვები: 645 |
|