
{include file=\"slidebox.tpl\"}
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა.1 დეკემბერი მსოფლიოში აივ/შიდსთან ბრძოლის დღეა.
ამ დღის აღნიშვნა პირველად 1988 წელს დაიწყო, მას შემდეგ, 1 დეკემბრის აღნიშვნაში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო.
საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს შიდსის რეალურ საფრთხეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საპირველდეკემბერო კამპანია. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში. ამ დღეს იყენებენ სხვადასხვა აქციისა და ღონისძიების ჩასატარებლად, რათა ამაღლდეს ცნობიერება ვირუსის შესახებ, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და ჯერჯერობით, მისგან სრულად განკურნება ვერ ხდება. თუმცა, მკურნალობის შემთხვევაში, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეს წლების წინ იყო.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ/შიდსის ინფექციის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, წითელი ლენტი გამოხატავს სოლიდარობას, პროტესტს და იმედს.
სწორედ აივ/შიდსთან ბრძოლის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 1 დეკემბერს სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქ. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ ორგანიზებით.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მომავალ თაობაში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაზე კლუბის ხელმძღვანელმა რუსუდან ჯიშკარიანმა, კლუბის ლიდერმა ლიზი ბენიძემ და კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.
გახსოვდეთ: აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. ამას მოწმობს ბოლო წლების სტატისტიკა, კვლევები და პრაქტიკული მაგალითებიც.
ყველა ადამიანის ვალია გამოხატოს მხარდაჭერა ინფიცირებულების მიმართ და წვლილი შეიტანოს აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.
შეფასება
ნახვები: 293 |
|