123
მთავარი გვერდი » მთავარი » ერთი არაჩვეულებრივი დღის ქრონიკა
1 2 3 4 5

ერთი არაჩვეულებრივი დღის ქრონიკა

 

მნიშვნელოვანი აქტივობებით იყო დახუნძლული მ/წ 24 აპრილი სკოლაში. წინა სააღდგომო დღეები შემეცნებითად მეტად დატვირთული იყო.
რამდენიმე კლასში I-ა და I-ბ კლასებში ხელოვნების გაკვეთილები მიეძღვნა სააღდგომო აქსესუარების დამზადებას.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი აქტიურად ჩაერთო წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს აქციაში და ყველა პედაგოგმა შეიძინა ახალგაზრდების ხელით დამზადებული ჯეჯილი.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო III-ა კლასში (ელისო მეტრეველი) შიდა დაკვირვების გაკვეთილი სახელწოდებით „სამშობლოსმცოდნეობა“. ვუყურებდით, ვუსმენდით ამ ახალგაზრდებს და იმედი უფრო გაგვიმტკიცდა იმისა, რომ ქართლოსიანთ გადაგვარება არ უწერიათ...
შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა II-გ კლასში მათემატიკაში (მასწავლებელი ლალი სამნიაშვილი). მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი მათემატიკური უნარი გამოავლინეს.
დღის ბოლოს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ 130 მოსწავლეს და პედაგოგებს დირექციამ სიურპრიზი გაუკეთა. კინოთეატრ „საქართველოში“ შემეცნებითი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოუწყო სახელწოდებით „დედამიწის ერთი დღე“. კინოთეატრ „საქართველოს" ადმინისტრაციამ საპატიო სიგელი და სიმბოლური სუვენირი გადასცა სკოლის დირექტორს ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს მრავალჯერადი გაწეული თანამშრომლობისთვის.

 

 

 

პირველი საჯარო წყალტუბო-ს ფოტო.



შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 537 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px