123
მთავარი გვერდი » მთავარი » წარჩინებულები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
1 2 3 4 5

წარჩინებულები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

წარჩინებულები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

 

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 8 წარჩინებული მეათეკლასელი, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
რამოდენიმე წელია რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. წელს ამ საჩუქრის მფლობელები გახდნენ გიორგი ახვლედიანი, დიანა ასათიანი, მარიამ მურვანიძე, ია მიქაძე, მარი ტყაბლაძე, მურმან ხაჭაპურიძე, თაკო კინწურაშვილი და გიორგი დონღვანი.
ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი შედეგის მიღწევა, რომ არა მათი პედაგოგების დიდი შრომა და მონდომება. მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ქ-ონ ფაქიზო ფანჩულიძეს, კლასის ხელმძღვანელებს ფიქრია გიორხელიძეს, დოდო ხაჩიძეს და ყველა საგნის პედაგოგს გაწეული შრომისა და თანადგომისათვის. ღმერთმა გიმრავლოთ წარმატებული და მადლიერი მოსწავლეები. ახალაგაზრდებს კი მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 79 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px