123
მთავარი გვერდი » მთავარი » ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალობა
1 2 3 4 5

ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალობა

ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების  კლუბის დაარსების იდეა,

                   მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალობა

 

ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი - "ერთობა"-ს ფოტო.

სსოპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს #1 საჯარო სკოლის ისტორიის

მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი დაარსდა 2017 წლის 2 ოქტომბერს

სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ერთობა'' ბაზაზე. წინა წლების საქმიანობის შესახებ

ინფრმაცია განთავსებულია მოცემულ ლინკზე

https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83…/

კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და 
აქტუალობა ისტორია და სამოქალაქო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერებების

საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია მომიჯნავე საგნებია. ისინი ხელს უწყობს

ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას,

აწვდის მოსწავლეს ინფორმაციას მშობლიური გარემოს შესახებ, განაპირობებს მის

პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად ჩამოყალიბებას. ამასთან, აღნიშნული საგნების

სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის სამოქალაქო კომპეტენციების

შემუშავებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის.

აღნიშნული ღირებულებების მტკიცედ ფორმირებისათვის აუცილებელია პრაქტიკულ,

არაფორმალურ გარემოში საქმიანობა. ამისათვის კი შესანიშნავი საშუალებაა კლუბი.

კლუბი ფუნქციონირებს ჯერ კიდევ 2011 წლიდან იგივე სახელწოდებით.

ამჯერად კლუბის უცვლელმა კურატორმა ქალბატონმა ფიქრია გიორხელიძემ,

ოდნავ გააფართოვა კლუბის საქმიანობის სფერო და დაამატა ისტორია. 

რატომ არის აქტუალური კლუბური საქმიანობა? - საგაკვეთილო პროცესი რუტინულია,

მოწყვეტილია პრაქტიკულ საქმიანობას, თუმცა ამ მხრივაც შეინიშნება წინ გადადგული

ნაბიჯები თანამედროვე საგანმამნათლებლო სისტემაში. მოსწავლეებისათვის სასკოლო

ცხოვრება ხდება უფრო საინტერესო, თავად იღებენ გადაწყვეტილებას რა გააკეთონ

თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით. ეჩვევიან თანამშრომლობას, გუნდურ

მუშაობას. იღებენ პასუხისმგებლობებს. მეორეს მხრივ მოზარდი დროებით მაინც

თავისუფლდება ინტერნეტზე დამოკიდებულებისაგან, უწევს დ აფიქრება ისეთ თემებზე

როგორიცაა ბულინგი, ჯანსაღი ცხოვრება, სამართლიანობა და სხვა. 

კლუბის სახელწოდებაა ,,ერთობა'' .
დევიზი- ,,ერთად ახალი მიზნებისაკენ'' 
კლუბის მიზნები:
*ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების

განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
*ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
*ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის
*მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
*მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება; 
* განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა

კლუბში გაწევრიანებულია VIII,IX,X,XI კლასის 33
მოსწავლე. 
კლუბის წესდება:ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო

განათლების კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის,

წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის მიზნები და ამოცანები 
ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია: 
1. ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების

განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2. ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
3. ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის
..მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
. მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება; 
. განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა

მუხლი 3. ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის ფუნქციები:
1. კლუბს აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

 სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;

 სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
 ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა; 
 ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
 მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან,

არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან

ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
 მოსწავლეებში ისტორიია და სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო

პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

2. ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება

მუხლი 4. ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის მოღვაწეობის პრინციპები 
ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას,

კოლეგიალურობას.
ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:
1. საგანმანათლებლო ჯგუფი
2. საინფორმაციო ჯგუფი
3. სოციოლოგიური ჯგუფი
4. ადვოკატირების ჯგუფი
თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას

და განახორციელებს რიგ აქტივობებს.
საგანმანათებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს,

ტრენინგ-სემინარებს, თანატოლთა განათლების აქციებს, სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, როგორც

ადგილობრივ ისე საერთაშორისო საკითხებზე. 
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,

ანალიზი, გავრცელება. კლუბის წევრები ინფორმაციას მოიპოვებენ და გაცვლიან ონლაინ რეჟიმში.

სამოქალაქო კლუბის ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანი იქნება მოსწავლეთა

განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით. ცენტრის

ძირითადი ამოცანები იქნება: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის

ამაღლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებში. საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს 2 ძირითადი

მიმართულებით - ფორმალური და არაფორმალური მიმართულებებით. 
საინფორმაციო ჯგუფი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
სოციოლოგიური ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ კვლევებს მათთვის აქტუალურ და

საინტერესო საკითხებზე, შეისწავლიან ზოგად სიტუაციას. ჯგუფის წევრები საჭიროებებიდან

გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ კვლევის პრეზენტაციებს.

ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს საპროექტო წინადადებების მომზადებაზე და დაამყარებს თანამშრომლობას

სხავდასხვა ორგანიზაციებთან, განახორციელებს აქციებს მოსწავლეთა ინრტერესების დასაცავად, მონიტრინგს

გაუკეთებს განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს სამომავლო მოკლე და გრძელვადიან გეგმებს.
მუხლი 5. სამოქალაქო კლუბის წევრი
სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების

სურვილს და იზიარებს კლუბის მიზნებს.

განაცხადი კლუბში გაწევრიანების მსურველი მოსწავლისათვის

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის
ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი
,,ე რ თ ო ბ ა’’

მსურს გავწევრიანდე ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბში
,,ე რ თ ო ბ ა’’ და აქტიური მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი კლუბის წესდებას და

ვეთანხმები წესდების პირობებს.

სახელი, გვარი ___________________________________

კლასი _____________

საკონტაქტო ინფორმაცია

(მისამართი, ტელეფონი) _________________________________________

მოსწავლის ხელმოწერა __________________________________________

რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სასკოლო სამოქალაქო კლუბში მუშაობა, რას მოველი ამ საქმიანობისაგან ? .........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

ხელმოწერა ____________________________


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 98 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px