123
მთავარი გვერდი » მთავარი » სასამართლო პროცესის იმიტაციია
1 2 3 4 5

სასამართლო პროცესის იმიტაციია

                                                            სასამართლო პროცესის იმიტაციია
სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ,,ისტორიისა და

სამოქალაქო განათლების მოყვარულთა’’ კლუბის ,,ერთობა’’ წევრები, IX-ა კლასის მოსწავლეები,

ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ სასამართლო პროცესის იმიტაციისათვის, რომელიც

შედგა 10 მაისს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს სხდომათა დარბაზში.

სასამართლო პროცესის იმიტაციის მიზანი იყო: საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების

საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ინფორმირება, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება,

ადვოკატირების უნარის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. 
მოსწავლეებმა კლუბის მეურვე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ფიქრია

გიორხელიძის ხელმძღვანელობით , დაამუშავეს სისხლის სამართლის კაზუსი, რომელიც შეადგინა

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, გუგა ლექვინაძემ და ენრი აბულაძემ. მოსწავლეებმა

მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, ნაფიცი მსაჯულების როლები, გაითამაშეს

მოწმეების პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხის სცენები, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა

წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები და მტკიცებულებები. 
სხდომის დაწყებამდე მოსწავლეებს გაესაუბრა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის

თანაშემწე და სხდომის მდივანი ქალბატონი თებროლე ლიპარტელიანი. მან მოსწავლეებს აუხსნა,

რომ საქართველოს საპროცესო სამართალი ეყრდნობა ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა

თანასწორობისა და სამართლიანობის, მხარეთა შეჯიბრებითობის, მიუკერძოებლობის პრინციპები.

სხდომის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს გადასცა ბუკლეტები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ

იურისტები- ბატონი ზურაბ მურვანიძე და თეონა ჩუბინიძე, მათ შეაქეს მოსწავლეები და უსურვეს

წარმატებები. 
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ თებროლეს გულთბილი მასპინძლობისათვის, სკოლის

დირექტორს ქალბატონ ფაქიზოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობისათვის,

გუგას და ენრის რჩევებისა და რეკომენდაციებისათვის, მშობლებს, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ

და ფოტოებზე ასახეს ჩვენი სასამართლო პროცესი. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს იყო დაუვიწყარი

დღე მათ ცხოვრებაში.

 

  


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 209 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px