123
მთავარი გვერდი » სკოლა » პედაგოგიური საბჭო » ს.ს.ი.პ. წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
1 2 3 4 5

ს.ს.ი.პ. წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

 

წყალტუბოს №1 საჯარო სკოლა            მისამართი: ქ.წყალტუბო. დედაენის ქ.№2

2011-2012 სასწავლო წელი                                ტელეფონი: 8 (436) 22 29 00

                                                                             მობილური:   577 96 44 20 599 

 

 

 ს.ს.ი.პ. წყალტუბოს 1 საჯარო  სკოლის                      

 

თავი I.ზოგადი დებულებებ

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

 

1.1                              წყალტუბოს N 1 საჯარო სკოლა არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურდიული პირის გარეშე. წყალტუბოს N 1 საჯარო „სკოლა დაფუძნებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბერის N 448 ბრძანებით.

1.2    სკოლა–სახელმწიფო კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო  საქმიანობას, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სრულად მოიცავს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურს;

1.3   შინაგანაწესი შედგენილია ,,საქართველოს კონსტიტუციის”,  საქართველოს კანონების: ,,ზოგადი განათლების შესახებ”,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,შრომის კოდექსისა” სხვა სამართლებრივი აქტების, მათ შორის: ,,საჯარო სკოლის წესდების”  საფუძველზე.

1.4   სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას მოქმედი კანონმდებლობით ახორციელებს სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას.

 

მუხლი2.  შინაგანაწესის ძირითადი მიზნები და სკოლის მისია:   

 

  1.  შინაგანაწესის მიზანია განსაზღვროს:

ა)  სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა;

ბ)  სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;

გ)  სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება;

დ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

         ე) სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს)  შორის    ურთიერთობათა     პირობები.

 

  1. სკოლის მისია

სკოლის მისია გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და ორიენტირებულია შექმნას ხელსაყრელი პირობები  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი  თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

        ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლეთა უნიკალური პოტენციალის სრული რეალიზაცია სწავლა–სწავლებითა და აღმოჩენებით, რათა  შევძინოთ მათ თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, რომელიც ხელს  შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას.

  ვიზრუნებთ, რომ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლემ მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები,  მიიღოს ხარისხიანი განათლება და იყოს აქტიური მოქალაქე.

  განუხრელად ვიზრუნებთ პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე.

    სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობის, პატივისცემის და თანამშრომლობის ატმოსფეროს.

 

 

3.  სწავლების ფორმა თანამედროვე და ინტერაქტიულია,  რომელსაც ახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგ გავლილი მასწავლებლები. სკოლაში ისწავლება უცხოური(რუსული, ინგლისური). სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და აუდიო-ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და სპორტული მოედანი.

 

 

 

თავი II   სკოლის სტრუქტურა

 

მუხლი 3. სკოლის თანამშრომლები:

 

  1. კათედრები: 

ქართული ენა-ლიტერატურის კათედრა: ფაქიზო ფანჩულიძე, დოდო ხაჩიძე, ლინგა იობიძე, ქეთევან კობახიძე, დარეჯან ლაჭყეპიანი, იზა ცხაკაია, ოქროპირ სვანაძე; 

 

დაწყებითების კათედრა: აზა ნაფეტვარიძე, მადონა სულაქველიძე, ნანული სილაგაძე, ელისო მეტრეველი, მარინა ბენიძე, იამზე წულუკიძე, ნანა თუთისანი, ლელა ჩირგაძე, ლია ციბაძე, ნელი ხეცურიანი, ირმა გურეშიძე;

 

რუსული: მაია ქაშიბაძე, ქეთევან ჯიქია, ინგა რიჟოვა, თინა ჩიხლაძე;

 

ინგლისური: ლელა მანდარია, ნათელა ფანცხავა, ირმა ჭანტურიძე, ლალი ღიბრაძე;

 

ისტორია: ფიქრია გიორხელიძე, თეა ბობოხიძე, იზო ჯანგავაძე, თამილა თუთბერიძე, ნ.კირთაძე.

 

მათემატიკა: ნათელა ბაზაძე, ნატო ჯოხაძე, ლამარა სამნიაშვილი, თამილა ჭოლაძე, მანანა წულაია, დავით ჯიქია.

 

გეოგრაფია: მზია ტუკვაძე, ნათელა ჭოლოკავა.

 

ბიოლოგია: რუსუდან ჯიშკარიანი, დალი ჩოგოვაძე, დარეჯან ჯიშკარიანი;

 

ქიმია: ნელი ტყაბლაძე; 

 

ფიზიკა: ირინა ალავიძე;

 

გეოგრაფია: მზია ტუკვაძე, ნათელა ჭოლოკავა.

 

ბიოლოგია: რუსუდან ჯიშკარიანი, დალი ჩოგოვაძე, დარეჯან ჯიშკარიანი.

 

ქიმია: ნელი ტყაბლაძე.

 

ფიზიკა: ირინა ალავიძე.

 

მუსიკა: რუსუდან გრიგოლავა, მაკა ჟორჟოლიანი.

 

ხელოვნება: თეა ჭუმბურიძე.

 

ინფორმატიკა: ასმათ ფანცხავა.

 

ფიზ.კულტურა: მიშა ზარნაძე, თემურ ზვიადაძე.

 

  1.  სკოლის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები:

პედაგოგთა და არაპედაგოგთა შტატები და რაოდენობა ადმინისტრაციის წევრთა შტატები და რაოდენობა განისაზღვრება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატივებით, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;

სკოლის პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან შრომითი ხელშეკრულებით;

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე გათავისუფლებისას ახალი პედაგოგის დანიშვნამედე მის ფუნქციებს ახორციელებს იმავე საგნის ან მონათესავე საგნის პედაგოგი;

სკოლის ადმინისტრაციის თუ პედაგოგის სამუშაოზე კონკურსით მიღების საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი, რომელზეც გამოსცემს სათანადო ბრძანებას;

ყველა თანამშრომელი მოვალეა დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;

 

 

მუხლი 4. ადმინისტრაცია:

  1. სკოლის დირექტორი – ლაურა ჯიმშელეიშვილი;

დირექტორის მოადგილე – სასწავლო-აღმზრდელობით დარგში  – დალი სილაგაძე;

ბუღალტერი – ლამარა კილაძე;

  1. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვროს სკოლის განვითარების  პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშავოს ბიუჯეტი, შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.

ბ. შექმნას ობიექტური და დემოკრატიული შეფასების სისტემა: სკოლის, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და სრულყოფის მიზნით.

გ. ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო –აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.

დ. ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში

ე. აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთა  მიერ  მათზე დაკისრებულ მოვალეობათა  შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ;

ვ.  შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ხელშემწყობი გარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა, გავრცელება და დანერგვა:

ზ. იზრუნოს სკოლის თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული და  უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.

თ. მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა.

ი. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავოს სტიპენდიების, პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;

კ. შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო გარემო.

ლ. უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით,  მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა.

მ.  გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში, (არაუგვიანს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისა).

 

მუხლი 5. სკოლის ამოცანები:

  1. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; 
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; 
  3. სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; 
  4. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, როგორც შიგასასკოლო, ასევე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების; 
  5. თანამშრომლობა პარტნიორ სკოლებტან, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან; 
  6. სასწავლო კათედრების მუსაობის გააქტიურება;
  7. მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
  8. მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობის დახვეწა.

 

 

მუხლი 6. თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი 

 

1.  სამუშაოზე მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისაღებ პირს მოსთხოვოს:

    ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე,

    ბ) შრომის წიგნაკი, არქონის შემთხვევაში კი, რეკომენდაცია უკანასკნელი საქმიანობის   ადგილიდან;

გ) კადრების აღრიცხვის ფურცელი;

დ) შესაბამისი დოკუმენტები განათლების ან პროფესიული მომზადების შესახებ;

ე) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სანიტარული წიგნაკი;

პირადობის მოწმობა და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

ვ) სამოტივაციო წერილი.

2.  სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან სკოლის დირექტორი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, სამუშაო დრო და ადგილი,  უფლებამოსილება, ვალდებულებები და დავის წარმოშობის შემთხვევაში  გასაჩივრების მექანიზმები. 

3.  ხელშეკრულება  ფორმდება  გამოსაცდელი  ვადით,  არაუმეტეს  ექვსი  თვისა,  ხოლო  ამ ვადის  გასვლის  შემდეგ  სახელშეკრულებო  დროით.                                        

 შენიშვნა: სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე,  პროფესიული დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშე  იყოლიოს  რეზერვი ან მაძიებელი  (,,სტაჟიორი”)  მასწავლებელი.

4.  თამანშრომლის მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:

გააცნოს მას შინაგანაწესი.

ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებისა და ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

5.  თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხელშეკრულება სამუშაოზე დანიშვნის შესახებ; გადაყვანის, წახალისების და გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა ასლები. პირადი საქმეები ინახება სკოლაში.

6.  თანამშრომელს უფლება აქვს მოშალოს დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია,

7.  გაფრთხილების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას შრომის წიგნაკი და გაუსწოროს ანგარიში. (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

8. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შესაძლებელია თანამშრომლის მოთხოვნით: მისი ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის ან სხვა საპატიო მიზეზების გამო.

9.  შრომის ხელშეკრულების მოშლა ფორმდება სკოლის დირექტორის  ბრძანებით.

10.  პედაგოგთა სამუშაოდან დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად..

11.  დაუშვებელია დათხოვნა, შვებულების ან დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვის დროს.

 

მუხლი 7. სამუშაო დრო და პირობები 

 

  1. სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული გრაფიკით:

სასწავლო წელი განისაზღვორს 2 სემესტრით,სასწავლო კვირა-5 დღიანი გრაფიკით. 

II-XI კლასებისათვის:

 

სულ 167 სასწავლო დღე;

1-ლი სემესტრი:  71  სასწავლო დღე;

მე-2 სემესტრი:  96  სასწავლო დღე.

 

I და XII კლასებისათვის:

 

სულ 150  სასწავლო დღე; 

1-ლი სემესტრი:  71 სასწავლო დღე;

მე-2 სემესტრი: 79 სასწავლო დღე.

 

I   სემესტრი დასრულდება 24 დეკემბრს და ზამთრის არდადეგები გაგრძელდება 20 იანვრამდე.

II   სემესტრი დაიწყება 20 იანვარს და დასრულდება 15 ივნისს,  I-XII  კლასებისათვის-20 მაისს.

დასვენების დღეებად გამოცხადება ასევე აღდგომის დიდი ხუთშაბათიდან  ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათის  ჩათვლით დღეები.

 

 

  1. მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო სათობრივი დატვირთვის შესაბამისად ჩატარებული გაკვეთილების შედეგების შეჯამებისა და მომდევნო დღის გაკვეთილების დაგეგმისათვის საჭირო პერიოდით.  
  2. სკოლის თანამშრომელტა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.  
  3. პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და დარჩეს ამ მუხლის ,,2”  პუნქტის შესაბამისად, ყოველდღიური საათობრივი ნორმატივის გათვალისწინებით.
  4. პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და დაოსტატების მიზნით დახარჯუ;ლი დრო (პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამები) ჩაითვალოს სამუშაო დროთ .
  5. ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომელთა სამუშაო დრო განისაზღვროს კანონმდებლობოთ დადგენილი წესით.
  6. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და  ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით.
  7. გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაო დღის ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის, განსაზღვრავს ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
  8. გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.
  9. საწარმოო თათბირზე, კათედრისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
  10. დასვენების დღეები და კუთვნილი შვებულება განისაზღვრება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
  11. არდადეგების დაწყებისას დირექტორი გამოსცემს ბრძანებას და განსაზღვრავს   პედაგოგთა სამუშაო დროს და ღონისძიებათა განრიგს. 
  12. სკოლის პედაგოგს ყოველდღიურად სკოლაში ყოფნის დრო განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის #576-ე ბრძანების შესაბამისად.
  13. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს 1300 საათიდან 1700 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობელს მათი შვილების წარმატება-წარუმატებლობის შესახებ.
  14. სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ დაბარებული მშობლისა) დასაშვებია 1400 საათიდან 1600 საათამდე

 

მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობა

 

1.დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას თანამშრომელმა აღნიშნულის შესახებ უმოკლეს ვადებში უნდა აცნობოს დირექტორს ან მოადგილეს.

2. შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას თანამშრომელმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი.

3. თუ თანამშრომელი წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს/და/ან ახსნა განმარტებას მძიმე ოჯახური პირობების შესახებ, გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება.

4. თუ თანამშრომელი არ გამოცხადდა სამსახურში ზედიზედ ორი დღე და არ წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, გაცდენილი დღეები ჩაითვლება არასაპატიოდ და არ ანაზღაურდება.

 

მუხლი 9. შვებულების მიცემის წესი

 

1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც;

2.თანამშრომლის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან. თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდგომ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია-ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან.

3. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს უფასო შვებულებით  წელიწადში არაუმეტეს 2 კვირისა.

5. დასაქმებულის უფასო შვებულების მოთხოვნის უფლება შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადებით და პირობებით, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

    6. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას პედაგოგი-თანამშრომელი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დირექტორი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

 

მუხლი10. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

 

  1. სკოლის დირექტორს უფლება აქვს დაქვითოს თანამშრომლის შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომელს სკოლისათვის აქვს გადასახდელი.
  2. შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზრაურების 50%-ს;
  3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას სკოლის დირექტორი ვალდებულია გათავისუფლებული თანამშრომლის შესახებ შემოვლის ფურცლის ბუღალტერთან წარდგენის დღეს მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

მუხლი 11.  სკოლის დირექტორის ძირითადი მოვალეობანი

 

1. სკოლის დირექტორი ვალდებულია დაემორჩილოს დირექტორის ეთიკის კოდექსს და სკოლის შინაგანაწესს.

ა) სკოლის დირექტორი უნდა იყოს თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი,  კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი.

ბ) იცავდეს  საქართველოს კანონმდებლობასა და  ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს.

გ) ხელს უწყობდეს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას.

დ) თავისი საქმიანობის შესრულებისას უნდა იყოს სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის,  ადამიანის უფლებათა დაცვის,  ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და გარემოს დაცვის მაგალითი.

ე) ხელს უწყობდეს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

ვ) იჩენდეს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის,  რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა.

ზ) სკოლის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს სასკოლო დისციპლინის დაცვა ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

თ) უზრუნველყოს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში.

ი) შეარჩიოს სკოლის  პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.

კ) დაიცვას მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ლ) ხელი შეუწყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

მ) არ უნდა ეწეოდეს რელიგიურ (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას)  და პოლიტიკურ  პროპაგანდას.

ნ) არ  უნდა იყენებდეს  პროფესიულ  ან  ინსტიტუციურ  პრივილეგიებს  პირადი მიზნებისათვის.

ო) არ უნდა იყენებდეს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ  და ინტელექტუალურ  შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.

პ) უნდა უფრთხილდებოდეს და კეთილსინდისიერად განკარგავდეს  სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფდეს მათ მიზნობრივ გამოყენებას.

ჟ) არ უნდა ავრცელებდეს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე.

რ) ინარჩუნებდეს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენდეს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებდეს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

ს) არ აყენებდეს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენდეს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

ტ) ზრუნავდეს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე.

უ) იყოს ყოველთვის პუნქტუალური და  ეცვას მოწესრიგებულად.

ფ) მეტყველებდეს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით. 

   2.  ა) სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ  პიროვნული თავისებურებებისა.

ბ) უნდა თანამშრომლობდეს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებდეს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გ) უნდა ითავსებდეს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდიდეს თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 4)
ნახვები: 1996 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px