123
მთავარი გვერდი » მთავარი » მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" საწრეო მეცადინეობა
1 2 3 4 5

მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" საწრეო მეცადინეობა

მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" საწრეო მეცადინეობა
07.06.2018 წელი - სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" საწრეო მეცადინეობა, რომლის თემა იყო: მათემატიკური კონკურსი ,,ყველაზე ჭკვიანი". წრის ხელმძრვანელი - მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი მანანა წულაია.
კონკურსისთვის რესურსად გამოვიყენებული იყო მასწავლებლის მიერ შექმნილი საპრეზენტაციო მასალა, რომლის დახმარებითაც მეცადინეობის მიზანი ადვილად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს არა მარტო პროგრამული მასალის ცოდნა მათემატიკაში, არამდ ის უნარები, რაც ხელს უწყობს მათი ინტელექტუალობის ხარისხის ამაღლებას. მოტივირებულნი იყვნენ კონკურსის მონაწილენიც და მაყურებლებიც, რადგან მათთვისაც დაგეგმილი იყო საინტერესო აქტივობები. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ თავად მოსწავლეები, ხოლო ჯიურის თავმჯდომარე - მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი - ნატო ჯოხაძე.
,,ყველაზე ჭკვიანის" ტიტულის მფლობელი გახდა VII - ა კლასის მოსწავლე ნოდარ კინწურაშვილი, ხოლო მაყურებელთა შორის გამარჯვება წილად ხვადა VII - ა კლასი მოსწავლეს - გიორგი გავაშელეშვილს. გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და გადასც მათ სიგელები.
მოსწავლეებმა უკუკავშირში აღნიშნეს, რომ ძალიან მოეწონათ ამ სახით განვლილი მასალის გამეორება და იგივე აზრი გამოხატეს მოწვეულმა სტუმრებმა.
მის მოსწავლეებს ერთგულად გულშემატკივრობდა მათი დამრიგებელი ქეთინო ჯიქია.

შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 157 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px