123
მთავარი გვერდი » მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" მორიგი საწრეო მეცადინეობა
1 2 3 4 5

მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" მორიგი საწრეო მეცადინეობა

მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" მორიგი საწრეო მეცადინეობა 

 

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქ. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის: ,,ევრიკის" მორიგი საწრეო მეცადინეობა, რომლის თემა იყო: ,,სივრცული გეომეტრიული ფიგურების დამზადება". წრის ხელმძღვანელი - მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი მანანა წულაია.

მოსწავლეებმა ჯერ სხვადასხვა შლილებში ამოიცვნეს და ამოარჩეს სივრცული გეომეტრიული ფიგურები, შემდეგ სქელ მუყაოს ქაღალზდე დახაზეს მათ მიერ ამორჩეული სივრცული ფიგურის შლილები, მერე გამოჭრეს, წახნაგები შესაბამისად გადაკეცეს და შეაწებეს უფერული სკოჩით. ასე ხალისით დაამზადეს მათთვის ნაცნობი სივრცული გეომეტრიული ფიგურები, დაფაზე დახაზეს ეს ფიგურები და შემდეგ დაახასიათეს თითოეული სივრცული გეომეტრიული ფიგურა. კეთებით და ხალისით, მოსწავლეებმა არა მარტო გაიხსენეს განვლილი მასალა, არამედ განიმტკიცეს ცოდნა და შეძლეს ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.



შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 144 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px