123
მთავარი გვერდი » ახალი ამბები » სკოლის გარეთ » სტუმრად „ცრემლნარევი სიცილისა და სიცილნარევი ცრემლის“დიდოსტატთან
1 2 3 4 5

სტუმრად „ცრემლნარევი სიცილისა და სიცილნარევი ცრემლის“დიდოსტატთან

სტუმრად "ცრემლნარევი სიცილისა და სიცილნარევი ცრემლის" დიდოსტატთან

    მადლიანი ქართული სიტყვის ზეიმი იყო 30 ოქტომბერს სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილი სახლ-მუზეუმში. ქ.წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის VIII-ბ კლასის მოსწავლეებისათვის აქ ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში სახელწოდებით "ცრემლნარევი სიცილისა და სიცილნარევი ცრემლის დიდოსტატი", რომელიც რევოლუციამდელი იმერეთის ცხოვრების შეუდარებელი მხატვრის – დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავს მიეძღნა.

     მოსწავლეებმა გამართული, დახვეწილი მეტყველებით მიმოიხილეს მწერლის ავტობიოგრაფიული თხზულება "ჩემი ცხოვრები გზაზე". კითხვის ახალი მეთოდის გამოყენებით მკითხველთა თეატრმა წარმოადგინა მოთხრობა "სოლომონ მორბელძე", რომლითაც მწერალმა თავისი შემოქმედების გასაღებს მიაგნო.

       მერვეკლასელებმა საუცხოოდ გვამოგზაურეს გამოჩენილი პროზაიკოსის სამყაროში და ხაზგასმით აღნიშნეს "შემოდგომის აზნაურთა" მემატიანის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობაში. სამართლიანად შენიშნავდა პაოლო იაშვილი: "რომ არა დავით კლდიაშვილი, მსოფლიო ლიტერატურაში დაუხატველი დარჩებოდა სოლომონ მორბელაძე. ვერცერთი მწერალი ვერ მოიაზრებდა გამოესახა ბეკინა თავისი ურყევი მიზნით. . .  და გადაიქცა იმერეთი არნახული ზღაპრის დაბოლოებად".

      ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ლაურა ჯიმშელეიშვილი, სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ოქროპირ სვანაძე, ნანული ბობოხიძე, მუზეუმის თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები, სკოლის უფროსკლასელები, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ წარმატებული ღია გაკვეთილის შეფასებისას.

     ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დღეები!


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 2)
ნახვები: 1690 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px