123
მთავარი გვერდი » მთავარი » მშობელთა მე-2 კონფერენცია თემაზე - მშობელი მოსწავლე და მასწავლებელი
1 2 3 4 5

მშობელთა მე-2 კონფერენცია თემაზე - მშობელი მოსწავლე და მასწავლებელი

ჩვენ ჩავრთეთ იურისტი მშობელი, ხელოვნებათცოდნე მშობელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამომადგენელი, ფსიქოლოგი და ა.შ. ამ კონფერეციის ფარგლებში მშობლები ერთად მსჯელობენ სხვადსხვა თემებზე და აქედან გამომდინარე ჩვნ ვაკეთებთ ანალიზს რა ჭირდება სკოლას განვითარებისთვის,“ - განაცხადა ფაქიზო ფანჩულიძემ.
კონფერენციაზე სკოლის ფასილიტატორმა მანანა წულაიამ მშობელთა კმაყოფილების კვლელვის ანალიზი წარმოადგინა, სადაც 140 მშობელი გამოიკითხა. მშობლეთა დაინტერესება ძირითადად მათი შვილების სკოლის გარემოში ყოფას ეხებოდა, - როგორიცაა საკვები ობიექტის სანიტარულ მდგომარეობა, სველი წერტილების მდგომარეობა, ჰიგიენური ნორმების დაცვას და მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობებს.
ფსიქოლოგმა თინათინ ბაბუნაშვილმა მოზარდებში იმ ფსიქო-ემოციურ თავისებურებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც განსაკუთრებით მძაფრად გარდატეხის ასაკში იჩენს ხოლმე თავს.
მშობლის ხედვა ძალდობასთან დაკავშირებით სოფო რეხვიაშვილმა წარმოადგინა, პროფესიის არჩევაში რჩევები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის წამომასგენელმა - ზურაბ მურვანიძემ მისცა აუდიტორიას.
ესთეტიზმზე და ადამიანის კეთილშობილებაზე მშობელმა ბელა აფხაძემ ისაუბრა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წამომადგენლობის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩაჩავამ, სკოლის დირექტორს კლუბის შექმის იდეა შესთავაზა, სადაც ბავშვებს აფხაზეთის კონფლიქტზე, ამ კონფლიქტის არსზე, ისტორიაზე და მნიშვნელობაზე კომპეტენტური ადამიანები ესაუბრებიან.
სსსმ მოსწავლეთა ხელშეწყობაზე სპეც.მასწავლებელმა ნინო ჯიმშელეიშვილმა ისაუბრა, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე „ჯენიუსის“ წარმომადგენელი თამარ ფანჩულიძის მიერ მომზადებული პრეზენტაცია იხილა აუდიტორიამ.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძლედა და მშობლებმა ერთხმად გამოთქვეს სურვილი მსგავ ფორმატში მომავალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. კონფერენციას მშობლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგნგენლები, საგანამანათლებლო რესურცენტრის თანამშრომლები, მედია და არასამთავრობო სექტორი ესწრებოდა.

შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 315 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px