123
მთავარი გვერდი » მთავარი » პროექტი: ,,Масленица''
1 2 3 4 5

პროექტი: ,,Масленица''

 

    სასწავლო   პროექტის გეგმა  

                    პროექტის  სახელწოდება: ,,Масленица'' 

  პროექტის  ხანგრძლივობა: 22  იანვარი-18 თებერვალი

 

პროექტის  მონაწილეები:  რუსულის მასწავლებელი ქ.ჯიქია

                                                მუსიკის მასწავლებელი  რ.გრიგოლავა

                                                ცეკვის  მასწავლებელი ჟ.ბენიძე

                                                VII-ა კლასის  მოსწავლეები; მშობლები;

პრობლემების ანალიზი:

მოსწავლეები არ იცნობენ რუსი  ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დღესასწაულებს, მათ ადათ-წესებს, ისინი რუსულ კულტურას აღიქვამენ პოლიტიკურ ჭრილში და შესაბამისად დამოკიდებულება არის გულგრილი

საგაკვეთელო  პროცესში რთულია რუსული ენისთვის   დამახასათებელ  ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების  გამომუშავება  და  მათი  გამოყენების ტექნიკის დახვეწა.

დაბალია მოსწავლეთა  მოტივაცია

 

 

პროექტის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან რუსულ რელიგიურ დღესასწაულს ,,Масленица''-ს.

  • გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი
  • გაიაზრებენ კულტურათაშორისო დიალოგის აუცილებლობას
  • ხელს შეუწყობს გუნდური მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას

 

 

პროექტის ამოცანები:  

I ამოცანა: რუსული  ენაზე  მეტყველების უნარის გაუმჯობესება

 

IIამოცანა: თეატრალურიზებული  წარმოდგების  ორგანიზება

 

მოსალოდნელი შედეგები:

 მოსწავლეები გაეცნობიან რუსულ რელიგიურ დღესასწაულს ,,Маслеица      ,, ისწავლიან რუსული კერძების მომზადებას,  გაუჩნდებათ ინტერესი რუსული კულტურის მიმართ, გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება  ოცდაოთხივე  მოსწავლე აქტიურად. ხელს შეუწყობს გუნდური მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მოსწავლეები გაიაზრებენ კულტურათაშორისი დიალოგის აუცილებლობას.

მშობლების აქტიური ჩართვა ხელს შეუწყობს სკოლასთან   მათ  თანამშრომლობას.

 

უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სიტყვების ნაკადში გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს/ფრაზებს;
  • ამოიცნობს ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობას. 

უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება. 

დ. კულინარული რეცეპტი. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

  • ამოიცნობს ცალკეულ ინგრედიენტს; 
  • ამოიცნობს ინგრედიენტთა მითითებულ რაოდენობას; 
  • ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებს (მაგ., გაფცქვნა, მორევა, ჩაყრა და სხვა). 

უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
  • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ზმნის სათანადო პირსა და რიცხვში);
  • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.

უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კომუნიკაციის წარმართვისთვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ. მოდელებ, წინადადებებ, გამოთქმებ, კლიშეებ); 
  • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება/ და სხვა);
  • აღმოაჩენს და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს.

უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს;

უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა). 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
  • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • მასწავლებლის დახმარებით ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთნ ერთად წარუდგენს სხვა ჯგუფს პროექტის გეგმის შავ ვარიანტს;
  • შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით გუნდის წევრებთნ ერთად აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

 

მიზნობრივი  ჯგუფი:

 VII ა  კლასის  24 მოსწავლე; მშობლები;

 

ამოცანების  განსახორციელებელად   საჭირო  საქმიანობები

  I.1. . პროექტის  პრეზენტაცია მოსწავლებსა  და  მშობლებთან

   I.2.ლექცია -  დღესასწაულის ისტორიის  შესახებ

   I.3 . მოსწავლეების მიერ    ფოტო და ვიდეო მასალის ინტერნეტიდან  მოძიება და  პრეზენტაციების    

          ორგანიზება

 I.4 თეატრალიზებული წარმოდგენისთვის  ლექსიკურ ელემენტებზე მუშაობა 

 

II.1. ფორმების ესკიზების მომზადება    

II.2. სადღესასწაულო კერძებისათვის ინგრედიენტებისა და მომზადების წესების  მოსწავლეებისათვის გაცნობა  რუსულ ენაზე 

II.3.ჩუჩელას დასამზადებლად რესურსების შეგროვება(თივა, ქსოვილი, მსხვილი ხის ყავარჯენი) და დამზადება

II.4 ლექსების დასწავლა;

II.5 როლების განაწილება

II.6. სიმღერის ტექსტისა და მელოდიის დამუშავება

II.7. ცეკვის ელემენტების დასწავლა

II.8. მოსაწვევი ბარათების მომზადება რუსულ და ქართულ ენაზე; აფიშის დამზადება; სტუმრების მოწვევა

II.9. ინტერიერის მოწყობა (კერძების მოტანა, ოთახის გაფორმება)

II.10. წარმოდგენის გამართვა

II.11. პროექტის შეჯამება

 

სამუშაო გეგმა

 

საპროექტო  საქმიანობები

პასუხისმგებელი პირი

ვადები

1პროექტის  პრეზენტაცია მოსწავლეებსა  და  მშობლებთან და მშობელთა საზოგადოებიდან საორგანიზაციო კომიტეტის შექმნა.

 

ქ.ჯიქია

I  კვირა

2. . ლექცია  დღესასწაულის ისტორიის  შესახებ

ქ.ჯიქია

I  კვირა

3.მოსწავლეების მიერ    ფოტო და ვიდეო მასალა ინტერნეტიდან  მოიძიება და  პრეზენტაციების ორგანიზება

მოსწავლეები

I  კვირა

4.თეატრალიზებული წარმოდგენისთვის  ლექსიკური ელემენტების მუშაობა

ქ.ჯიქია

 

I ,II,III,IV კვირა

5. ფორმების ესკიზების მომზადება   

მოსწავლეები

მშობლები

ცეკვის მასწავლებელი  ჟ.ბენიძე

IIკვირა

6. . სადღესასწაულო კერძებისათვის ინგრედიენტებისა და მომზადების წესების  მოსწავლეებისათვის გაცნობა  რუსულ ენაზე 

 

 

ქ.ჯიქია

II  კვირა

7.ჩუჩელას დასამზადებლად რესურსების შეგროვება(თივა, ქსოვილი, მსხვილი ხის ყავარჯენი) და დამზადება

მოსწავლეები

მშობლები

ქ.ჯიქია

II  კვირა

8.ლექსების დასწავლა;

ქ.ჯიქია

მოსწავლეები

I, II,III  კვირა

9.როლების განაწილება

ქ.ჯიქია

I-IIკვირა

10. .სიმღერის ტექსტისა და მელოდიის დამუშავება

რ.გრიგოლავა

I, II,III  კვირა

11. .ცეკვის ელემენტების დასწავლა

ჟ.ბენიძე

I, II,III , IV კვირა

12. მოსაწვევი ბარათების მომზადება რუსულ და ქართულ ენაზე; აფიშის დამზადება; სტუმრების მოწვევა

ქ.ჯიქია

მოსწავლეები

IV  კვირა

13. ინტერიერის მოწყობა(კერძების მოტანა და ოთახის გაფორმება)

ქ.ჯიქია

მოსწავლეები

მშობლები

IV  კვირა

14. .წარმოდგენის გამართვა

მოსწავლეები

ქ.ჯიქია

IV  კვირა

15.პროექტის შეფასება/შეჯამება

ქ.ჯიქია

მშობლები

მოსწავლეები

IV  კვირა

პროექტის  ბიუჯეტი:

 

თანადაფინასება: კლასის მოსწავლეთა მშობლები                                                                                        

სკოლის წვლილი   პროექტის დანერგვის  პროცესში : საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა, დარბაზის დათმობა; ტექნიკით უზრუნველყოფა;                       

ხარჯების   დეტალური  აღწერა

 

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის  ღირებულება

სულ

სკოლის

წილი

საზ.წილი

ფორმები

25

15

375

375

მომზადებული

კერძები

15

8

120

120

ჩაი

2

2,50

5

5

კომპიუტერული ტექნიკა: კომპიუტერი; პროექტორი; დინამიკები; მიკროფონი

1

70

 

50

50

ფლიფჩარტი

10

0,70

7

7

 

თაბახის ფურცლები

100

0,05

5

5

 

ფერადი ბუშტები

50

0,10

5

5

 

დარბაზი,

1

50

 

50

 

ერთჯერადი თეფშები

50

0,10

5

 

5

ერთჯერადი ჭიქები

50

0,10

5

 

5

ფოტო და ვიდეო უზრუნველყოფა

1

70

70

 

70

სულ:         697

 

117

580

 

პროექტის  განხორციელების  პროცესში მოსწავლეებზე  დაკვირვების   ცხრილი

დაკვირვების საგანი

კომენტარები

შედგა  თუ არა  თანამშრომლობა  მოსწავლესა  და მასწავლებლებს შორის

თანამშრომლობა შეგდა  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მასავლებელსა და მშობლებს შორის, მშობელთა   დიდი მხარდაჭერით  განხორციელდა  პროექტი

იყვნენ  თუ არა  მოსწავლეები   მოტივირებულნი  და  რამ  განაპირობა  მოტივაცია

მოსწავეები  მოტივირებულნი იყვნენ სასწვლო პროექტისადმი, მათ  გაეცვნენ  რუსულ რელიგიურ დღესაწაულს,მის ისტორიას, ხალისით სწავლობდნენ  სიმღერებს  და  ცეკვას, ლექსებს.

აგრძელებდნენ  თუ არა   მოსწავლეები  მუშაობას  გაკვეთილების  შემდეგ

ოთხი  კვირის განმავლობაში  სამივე მასაწავლებელი  გაკვეთილების  შემდეგ  ვმუშაობდით  ჯგუფთან

ჰქონდათ  თუ  არა   მათ  შეხვედრებს პროექტის  განხორციელებისას   სისიტემატიური   და საქმიანი  ხასიათი

საქმიანი ხასიათი  ჰქონდა: მოსწავლეებმა დაისწავლეს რუსულად  «Масленица»-სათვის  დამახასიათებელი  კერძების მოზადება,  თვითონ შეძლეს კერძების მომზადება,  შეძლეს ჩუჩელის  დამზადება, ფორმების ესკიზების  შექმნა.

იყვნენ  თუ არა  ჯგუფში  პასიური მოსწავლეები   და რა  იყო  მათი   პასიურობის   მიზეზი

ჯგუფში  იყვნენ  პასიური  მოსწავლეებიც, მიზეზი იყო   რუსული  ენისთვის  დამახასიათებელი  ელემენტების ცოდნა  და მათი სწორად გამოყენება

იმოქმედა  თუ  არა   პროექტის  განხორციელების  პროცესმა  მათ   მოსწრებაზე(თუ  -კი მიუთითეთ   კონკრეტული   მაგალითები)

სასწვლო  პოექტმა  მოსწავლეებში ხელი შეუწო  ლექსიკური მარაგის  გამდიდრებას,  გუნდური მუშაობის  უნარ-ჩვევების  გამომუშავებას




შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 367 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px