123
მთავარი გვერდი » მთავარი » მათემატიკის წრე: ,,ევრიკა“
1 2 3 4 5

მათემატიკის წრე: ,,ევრიკა“

 

მათემატიკის წრე:  ,,ევრიკა“


       2018 წლის თებერვლის თვიდან ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო  სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკის წრე ,,ევრიკა“.

      წრის მიზანია: მათემატიკის საგნით დაინტერესების გაზრდა და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის  ხელშეწყობა.

       წრის მოკლე დახასითება:  წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეეძლებათ VII კლასის მოსწავლეებს. წრის მუშაობა წარიმართება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ის დატვირთული იქნება სხვადასხვა სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს, კურიოზებს; განიხილავენ სხვადასხვა სახის სახალისო მათემატიკურ ამოცანებს, დაამზადებენ სივრცულ ფიგურებს და მოაწყობენ მათემატიკურ  ვიქტორინას.

      წრე აქტუალურია, რადგანის ის ხელს შეუწყობს   ლოგიკური აზროვნებისა და  იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელსაც მათემატიკის სწავლების პროცესში იძენენ მოსწავლეები, ასევე საგანმანათლებლო რესურსის ეფექტურ და მიზანობრივ გამოყენებას და მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტით პრაქტიკაში ტრანსფერს. წრეში მოსწავლეთა რაოდენობაა: 10 -15 მოსწავლე. სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 9 სამუშაო შეხვედრა.
       წრის  ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი  მანანა წულაია.

 

საწრეო მუშაობის პროგრამა


N

თემის დასახელება

ხანგრძლივობა

განრიგი

 

1

მათემატიკის გაჩენის, განვითარების და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებისა და კურიოზების გაცნობა.

 

1 სთ

15.02.2018

2

ქართველი მათემატიკოსები.

1 სთ

01.03.2018

3

სახალისო მათემატიკური ამოცანები.  

 

1 სთ

15.03.2018

 

4

სახალისო მათემატიკური-გეომეტრიული ამოცანები. 

 

1 სთ

29.03.2018

5

მათემატიკური კროსვორდები. 

 

1 სთ

12.04. 2018

6

სიგრძისა და წონის საზომ ერთეულებს შორის კავშირი.

1 სთ

26.04.2018

7

ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების დამზადება.

 

1 სთ

10.05.2018

8

სივრცული ფიგურების დამზადება.

 

 

1 სთ

24.05.2018

9

მათემატიკური კონკურსი: ,,ყველაზე ჭკვიანი“.

 

 

1 სთ

07.06.2018


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 1)
ნახვები: 498 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px