123
მთავარი გვერდი » სკოლა » ადმინისტრაცია
1 2 3 4 5

ადმინისტრაცია

                         ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
მე, ფაქიზო ომარის ასულმა ფანჩულიძე– კუჭავამ,
დაბადებულმა 1970წ. 28 მარტს ეროვნებით ქართველმა 1988–89 სასწ.
წელს წარჩინებით დავამთავრე ქ.ტყიბულის N5 საჯარო სკოლა. იმავე
წელს სწავლა განვაგრძე ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც
წარჩინებით დავამთავრე 1994 წელს. პარალელურად ვსწავლობდი
მეორად ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც
დავამთავრე 1995 წელს, შემდეგ სწავლა განვაგრძე საქართველოს შ.
რუსთაველის სახელობის ქართული ლიტ–რის განხრით და 2004 წ.
.10.08 N8 სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. თემისათვის
„სახოტბო პოეზია, ოდის ჟანრი XVII_XVIII საუკუნუს ქართულ
მწერლობაში“
1994-96 წლებში ვმუშაობდი ქ. წყალტუბოს N3 საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტ–რის მასწავლებლად.
პარალელურად 1996 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქუთაისის გრ.
ხანძთელის სახელობის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში
ქართული ლიტ–რის ისტორიის და ლიტ–რის სწავლების მეთოდიკის
ლექტორად.
1996–2006 წლებში ვმუშაობდი ქ. წყალტუბოს
მრავალპროფილიანი ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტ–რის
მასწავლებლად.
2006 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქ. წყალტუბოს ოტია
იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტ–რის მასწავლებლად.
2014 წლიდან სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი.
ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი 2010 წლიდან. 2011
წელს მონაწილეობა მივიღე განათლების სამინისტროს
მასწავლებელთა პროფკავშირების მიერ გამოცხადებულ კონკურსში
„საუკეთესო ქართული ენისა და ლიტ–რის გაკვეთილის დაგეგმვა“ და
მოვიპოვე I ადგილი (გაკვეთილის გეგმა– კონსპექტი დაბეჭდილია
გაზეთ „სახალხო განათლებაში“ 2011წ. N4)
მაქვს კათედრის ხელმძღვანელად მუშაობის 6 წლიანი, ხოლო
დამრიგებლად მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება.
ამჟამად წარმატებით გავიარე სკოლის დირექტორთა
სერთიფიცირების I ეტაპი–ტესტირება, დავაფიქსირე 79 ქულა.
2014 წლიდან ვარ სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი, წამყვანი პედაგოგი,
ვიყავი სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ჯგუფის ე.წ. „შვიდკაცას“ წევრი, და ვარ საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის (G-PriEd)-ის ფასილიტატორი (I-VIკლ) კითხვის
მიმართულებით. (ქართული ენა და ლიტ–რა). ვარ რამდენიმე
საგანმანათლებლო პროექტი ავტორი. 2013 წლის მაისში
მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა სახლის მიერ მასწავლებელთა
გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარებულ კონფერენციაში
პროექტით „სადაურსა სად წაიყვან“. ამჟამად ვმჯუშაობ გლობალური
პროექტის საკითხზე ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან
დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაა „ენა დედაა ერისა“ პროექტი
გრძელვადიანია, მთავრდება მაისის თვეში, იგი 7 აქტივობისაგან
შედგება და პროექტში ჩართული გვყავს პარლამენტის წევრი
პროფესორი ბატონი ომარ ნიშნიანიძე, ქ.წყალტუბოს გამგებელი,
საკრებულოს თა–ვრე. ქალაქის სკოლების X კლასელები, პედაგოგები,
დირექტორები და საზოგადოების აქტიური წევრები.
სიღრმისეულად ვიცნობ სწავლების როგორც ტრადიციულ,
ასევე ინოვაციურ მეთოდებს. გამაჩნია გუნდური მუშაობის,
კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარი. ვფლობ კომპიუტერულ
საოფისე პროგრამებს, რუსულ და ფრანგულ ენებს. საფუძვლიანად
ვიცნობ დირექტორისა და მასწავლებლისათვის აუცილებელ
საკანონმდებლო ბაზას, ვფლობ ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს.
უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია, უზომოდ მიყვარს
ბავშვები. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილს (5 დედმამიშვილი
მყავს) თანდაყოლილი მაქვს მოყვასისა და ზოგადად ადამიანის
სიყვარული. მყავს ერთი ვაჟი კუჭავა ირაკლი, რომელიც სწავლობს
ქუთაისის აკ.წერეთლის სახელ. უნივერსიტეტის
ბიზნეს–ადმინისტრირების ფაკულტეტზე. 
ჩემს შესახებ დამატებით გაცნობებთ აგრეთვე იმას, რომ
დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლის შვიდწლედი
ფორტეპიანოს განხრით და ნაციონალური ქართული ცეკვების
ოთხწლედი. ვწერ ლექსებს, ჩანახატებს. აქტიურად ვმონაწილეობ
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ
კონკურსებში, ასევე საქართველოს მოსწავლე–ახალგაზრდობის
სასახლის მიერ ჩატარებულ შემოქმედებით ღონისძიებებსა

თუ სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში.


პატივისცემით,
ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა


შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 0)
ნახვები: 572 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px