123
მთავარი გვერდი » მთავარი » არაძალადობრივი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში
1 2 3 4 5

არაძალადობრივი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში  ,,ფონდი სოხუმის,, მიერ  გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაიგეგმა კვირეული.  

 

მიზანი: არაძალადობრივი ცნობიერების ამაღლება ახლაგაზრდებში. მოსწავლეებში დისკუსიის კულტურის, პრეზენტაციის უნარის განვითარება. ასევე წერის, მეტყველების, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.


კვირეულის გეგმა

  1. სადამრიგებლო კლასის საათების ორგანიზება 7-11 მარტი
  2. პლაკატების, სლოგანების, ნახატების შექმნა და გამოფენა 7-11მარტი
  3. საინფორმაციო შეხვედრა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში ..ერთობა,, 9 მარტი
  4. აქცია სკოლის ეზოში 9 მარტი
  5. სლოგანებისა და  პლაკატების გამოფენა 9 მარტი
  6. ესეების  წაკითხვა და განხილვა 10 მარტი
  7. ქართული მხატვრული ფილმი ,,ტბა,,  ჩვენება  და დისკუსია, მოსწავლეების მიერ სიტუაციების წარმოდგება 11 მარტი

 

 სადამრიგებლო კლასის საათები ჩატარდა: V-ა კლასში დამრიგებელი ქეთევან ჯიქია(26 მოსწავლე),V-ბ კლასში(22მოსწავლე) დამრიგებელი ნატო ჯოხაძე, VI-ა კლასში დამრიგებელი თამილა ჭოლაძე(31 მოსწავლე),VII-ა კლასში დამრიგებელი ფიქრია გიორხელიძე(31 მოსწავლე) ,VII-ბ კლასში დამრიგებელი დოდო ხაჩიძე(34 მოსწავლე) , VIII-ა კლასში დამრიგებელი თეა ბობოხიძე( 23 მოსწავლე) ,VIII-ბ კლასში დამრიგებელი ნანული კირთაძე (23 მოსწავლე), IX-ა კლასში დამრიგებელი რუსუდან ჯიშკარიანი( 26 მოსწავლე), IX-ბ კლასში დამრიგებელი ირმა ჭანტურიძე (22 მოსწავლე). X-ა კლასში დამრიგებელი  ნათელა ჭოლოკავა(20 მოსწავლე) , XII -ბკლასში დამრიგებელი ლელა მანდარია (23 მოსწავლე).

 კლასის საათები იყო საინფორმაციო ხასიათის.  მოსწავლეებმა  თუ მასწავლებლებმა  მოამზადეს პრეზენტაციები PP ფორმატში. V-ა  კლასში მოწვეული ყავდათ მშობლები, რომლებიც პროფესიით იურისტები არიან. წინა პლანზე იყო წამოწეული საკითხები ოჯახში ძალადობის ფორმები, ბულინგი. მოჰყავდათ  მაგალითები გარემოდან, კლასის ხელმძღვანელების დახმარებით ახდენდნენ ძალადობის ფორმების კლასიფიცირებას, ქმნიდნენ სიტუაციებს და თამაშობდნენ როლებს, შემდეგ აანალიზებდნენ მას.

 

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო კლუბის მეურვემ ფიქრია გიორხელიძემ. (40-მდე მოსწავლე)  თემა ,,ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები". მან ისაუბრა სხვა საკითხებთან ერთად ისეთ თემებზე, როგორიცაა - როგორ იღებს ადამიანი ძალადობის მსხვერპლის სტატუსს, რა არის დამცავი და შემაკავებელი ორდენი.  ასევე უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს.

 

9 მარტს სკოლის ეზოში მოეწყო  აქცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა დალი სილაგაძემ სიტყვით მიმართა მოსწავლეებს. შეახსენა ის ფაქტი რომ 9 მარტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სისხლიანი ფურცელია, როდესაც სახელმწიფომ იძალადა მშვიდობიან დემონსტრაციაზე და დახვრიტა იგი. აქციის მთავარი გზავნილი იყო ,,ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია,, მოსწავლეებმა აქციაზე გამოიტანეს მათ მიერ შექმნილი პალაკატები და სლოგანები, რომლებიც შემდეგ გამოიფინა სკოლის ფოიეში პირველ სართულზე. მონაწილეობდა 300 -მდე მოსწავლე .

 

10 მარტს სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახში მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ესეების კითხვა. ესწრებოდა 40-მდე მოსწავლე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ხაჩიძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ნანული კირთაძე და ფიქრია გიორხელიძე,. ესეები წაიკითხეს შემდეგმა მოსწავლეებმა: მარიამ გელენიძე, გიორგი დონღვანი, დიანა ორმოცაძე, გიორგი შვანგირაძე, ლუკა წულაია, მარიამ ხიდეშელი, აპოლონ ფანცხავა, საბა ყურაშვილი.  მათ გადაეცათ სამახსოვრო სიგელები, კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის.

11 მარტს სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო ფილმის ,,ტბა,, ჩვენება, გაიმართა დისკუსია. ესწრებოდა V- XII კლასის 300-მდე მოსწავლე. მოსწავლეებმა ისაუბრეს ფილმში დასმული პრობლემების შესახებ. შემდეგ  წარმოადგინეს კლასის საათებიდან შერჩეული რამდენიმე როლური თამაში. კვირეული შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ. მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე მოსწავლეს და კლასის დამრიგებელს აქტიურობისა  და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისათვის. ასევე მადლობა გადაუხადა ისტ-ის მენეჯერს ქალბატონ ინგა არაბიძეს ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვებისა და სკოლის ვებგვერდზე განთავსებისათვის. 

კლასების მიერ წარმოდგენილი თეატრ-ფორუმი:

 

 

https://www.youtube.com/watch?v=Yi_ra14_5QQ&feature=youtu.be

 

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=H5Ap7uCeX2Q 

 

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=vCd04imfYwM

 

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=ECGBOckyETw&feature=youtu.be

 

 

 



შეფასება
 (ხმების რაოდენობა #: 1)
ნახვები: 959 | [complaint]პასუხი ავტორს![/complaint] |

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px