123
1 2 3 4 5


რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

                 რუსული ენის წრის

           ,,Русское слово'' მეცადინეობა


2018 წლის 20 თებერვალს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ

წალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის

წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა. განსახილველი თემა იყო:

,,ზმნის დროები''. მასწავლებელი ქეთევან ჯიქია.

  


მასლენიცა 2018

მასლენიცა 2018

როგორც ცნობილია მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში უკეთესად ითვისებენ და უძლიერდებათ მოტივაცია. ამის გათვალისწინებით დავგეგმე პროექტი  ,,Масленица''. მიზნად დავისახე: ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კულტურათაშორისო დიალოგის აუცილებლობის გააზრება,  გუნდური მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროექტი მიმდინარეობდა 1 თვე.

 

Ketino Jikia-ს ფოტო.Ketino Jikia-ს ფოტო.
Ketino Jikia-ს ფოტო.
Ketino Jikia-ს ფოტო.


,,ევრიკის“ პირველი მეცადინეობა

,,ევრიკის“ პირველი მეცადინეობა

 

   2018 წლის 15 თებრვალს ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის - ,,ევრიკის“ პირველი მეცადინეობა. მასწავლებელი - მანანა წულაია.
განსახილველი თემები იყო:
1. მათემატიკის გაჩენის, განვითარების და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
2. გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებისა და კურიოზების გაცნობა

Manana Tsulaia-ს ფოტო.


რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

13.02.2018 ქალაქ წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა
მასწავლებელი: ქ.ჯიქია
განსახილველი საკითხი: დიალოგის მოსმენა
კომპიუტერის საშულებით აუდიო მასალის გამოყენება, დაპაუზება და კითხვებზე პასუხის გაცემა, მოსწავლეები ეჩვევიან ავთენტური ტექსტის მოსმენა-გაანალიზებას და სიტყვების სწორი ინტონაციით წარმოთქმას.

Ketino Jikia-ს ფოტო.

 

რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა

 

 

  სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის წრის ,,Русское слово'' მეცადინეობა.  მასწავლებელი :ქ.ჯიქია
  განსახილველი საკითხი: უცხო ტექსტი
   ტექსტის წაკითხვა და უცხო ლექსიკურ ელემენტებზე მუშაობა, საკვანძო სიტყვებზე ყურადღების გამახვილება, ინტრესის გაღვივება

 

Ketino Jikia-ს ფოტო.


მათემატიკის წრე: ,,ევრიკა“

მათემატიკის წრე:  ,,ევრიკა“


       2018 წლის თებერვლის თვიდან ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო  სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკის წრე ,,ევრიკა“.

      წრის მიზანია: მათემატიკის საგნით დაინტერესების გაზრდა და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის  ხელშეწყობა.

       წრის მოკლე დახასითება:  წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეეძლებათ VII კლასის მოსწავლეებს. წრის მუშაობა წარიმართება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ის დატვირთული იქნება სხვადასხვა სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს, კურიოზებს; განიხილავენ სხვადასხვა სახის სახალისო მათემატიკურ ამოცანებს, დაამზადებენ სივრცულ ფიგურებს და მოაწყობენ მათემატიკურ  ვიქტორინას.

      წრე აქტუალურია, რადგანის ის ხელს შეუწყობს   ლოგიკური აზროვნებისა და  იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელსაც მათემატიკის სწავლების პროცესში იძენენ მოსწავლეები, ასევე საგანმანათლებლო რესურსის ეფექტურ და მიზანობრივ გამოყენებას და მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტით პრაქტიკაში ტრანსფერს. წრეში მოსწავლეთა რაოდენობაა: 10 -15 მოსწავლე. სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 9 სამუშაო შეხვედრა.
       წრის  ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი  მანანა წულაია.

საწრეო მუშაობის პროგრამა იხილეთ (სრულად წაკითხვა)



ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე

ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე

ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ერთობა''

მორიგი შეხვედრა გაიმართა 27 იანვარს. შეხვედრა მიეძღვნა ჰოლოკოსტის

მსხვერპლთა გახსენებას.ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი - "ერთობა"-ს ფოტო.



პროექტი: ,,Масленица''

პროექტი: ,,Масленица''

 

პროექტში გამოყენებულია მასალა   ტრენინგიდან  “პროექტული სწავლება“.  ტრენინგი   ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის   მიერ,    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ფინანსური  მხარდაჭერით,  საგრანტო კონკურსის  „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით    სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა“  ფარგლებში .  

 

სასწავლო პროექტის გეგმა  - იხილეთ (სრულად წაკითხვა)

 





რუსული ენის წრე «Русское слово»

რუსული ენის წრე  «Русское  слово»

    საწრეო მუშაობის მიზანი: ხელი შეუწყოს  მოსწავლეებში  წერის, კითხვის, მოსმენისა და  ლაპარაკის უნარების განვითარება-განმტკიცებას, მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, აუდიტორიის წინაშეგამოსვლისა   და   თანამშრომლობის  უნარების  დახვეწა.

   აქტუალობა: როგორც ცნობილია რუსული ენა მიიჩნევა, როგორც მეორე უცხო ენა. შესაბამისად ამ ენის შესწავლა იწყება მეხუთე კლასში და საათობრივი დატვირთვა შემოიფარგლება კვირაში 2 საათით. ეს გარემოება ხელს უშლის მოსწავლეებში ენის სრულფასოვნად ათვისებას. არადა ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება დამატებით უზრუნველყოს შვილის განათლება ენების შესწავლის კუთხით. განსაკუთრებით უძნელდებათ მოსწავლეებს  რუსული  ენის გრამატიკული  საკითხების შესწავლა,სიტყვების სწორი  ინტონაციით  წარმოთქმა. ამ ხარვეზებს ნაწილობრივ გამოასწორებს მასწავლებლის ისეთი დამატებითი აქტივობები, როგორიცაა საზაფხულო ბანაკი, საწრეო მუშაობა.

    საწრეო  მუშაობა ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში მოტივაციის  ამაღლებას, სხვადასხვა  სახალისო სასწავლო  აქტივობების და  დამხმარე  მასალების გამოყენება განაპირობებს  საწრეო მუშაობაში მოსწავლეების აქტიურ  ჩართვას, აუმაღლებს მათ რუსულის სწავლებისადმი  ინტერესს, გაუადვილებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოსწავლეები  შეძლებენ  სიძნელეებისადმი  შიშის  დაძლევას და ნაყოფიერი  მუშაობა  მათი  წარმატების  საწინდარი გახდება. 

    რუსული ენის პედაგოგი:  ქეთევან  ჯიქია 

 

საწრეო  მუშაობის პროგრამა  რუსულ ენაში ,,Русское  слово’’  იხილეთ (სრულად წაკითხვა)


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 16

  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px
  • count 88x31px